„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სითი პარკი" გასაძევებელი იყო. „სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას ვერ გამოიწვევს, რადგან ეს საკითხი რეგულირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით (125-ე მუხლი). „სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტა მისასალმებელია იმიტომ, რომ მანქანებს იპარავდა სრულიად უწყინარ სიტუაციებშიც, ხშირად წერდა ჯარიმებს უკანონოდ და არ ააშენა არცერთი პარკინგი რაც ეკუთვნოდა ხელშეკრულებით", - წერს ტომარაძე.