ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენლები მშობლები მესამედ ხდებიან. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეით მიდლტონი ტყუპს ელოდება.
წყარო იუწყება, რომ ქეითისა და უილიამისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა.
„რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას ვერ იღებდნენ, შემდეგ კი ერთდროულად დაიწყეს სიცილი და ბედნიერებისგან ატირდნენ", - ჰყვება ინსაიდერი.
მიდლტონი ამისთვის მზად იყო და სურდა კიდეც, რაც შეეხება პრინცს, ამ იდეით აღფრთოვანებული არ ყოფილა. უილიამს მეუღლის ფეხმძიმობისას მდგომარეობის გართულება და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის კიდევ ერთი ეტაპი აშინებს, რადგან წინა ორი ფეხმძიმობა ჰერცოგინიამ საკმაოდ რთულად გადაიტანა.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია სამეფო ოჯახს წარმატება ვუსურვით და ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.