logo_geo
eng_logo
გიორგი ჩაკვეტაძე: „ქართული ოცნების“ გუნდში მუშაობა დიდი პატივი, თუმცა...
- +

14 მარტი. 2018. 01:06



„ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს:


„მე-4 თვე იწურება, რაც თბილისის საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი გავხდი. ამ დროის განმავლობაში კახა კალაძის და „ქართული ოცნების" გუნდის პირობებში:

 

• დედაქალაქის ბიუჯეტი 900 მლნ. ლარამდე გაიზარდა. მიღებულია ევროკავშირის #EU ნახევარმილიონიანი გრანტი და რამდენიმე ახალი პროგრამა;

 

• დაიწყო მასშტაბური მუშაობა ძველ თბილისში - ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია;

 

• ჩაეშვა ახალი საგზაო პროექტები - ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გაფართოება, ვაშლიჯვრისა და ლისის ტბის დამაკავშირებელი ახალი გზის გაყვანა;

 

• შემუშავდა და სატესტო რეჟიმში გაეშვა დასუფთავებისა და სადისტრიბუციო მანქანებისა და მიკროავტობუსების გადაადგილების ახალი სქემა. ავტობუსებს დაემატა ახალი მარშრუტები. 10 აპრილიდან უქმდება ხელშეკრულება ,,სითი პარკთან''. სავალდებულო ხდება ტაქსების რეგისტრაცია;

 

• სავალდებულო გახდა მშენებლობისას ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სამსახურების მონაწილეობა. დამტკიცდა 50-ზე მეტი სახეობის ხე-მცენარე, რომლითაც მოხდება დედაქალაქის გამწვანება. დაწესდა სანქციები სატვირთო-სამშენებლო მანქანებისთვის;

 

• 280 ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. მოქმედებაში მოვიდა ამხანაგობების #ბმა დაფინანსებისა და სამედიცინო საკითხების დახმარების ახალი წესი. ჯანდაცვის მიმართულებებს დაემატა ღვიძლის გადანერგვისა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის პროგრამები. 1,2 მლნ. ლარამდე გაიზარდა სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება. დაიწყო ახალი ბაღების მშენებლობა და მიმდინარეობს საბიბლიოთეკო ქსელის რეფორმა;

 

• ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით უმჯობესდება სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამები. წელსვე, პროექტდება 2 ახალი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი და სრულდება რამდენიმე კომპლექსის მშენებლობა. პირველად დედაქალაქის ბიუჯეტში ჩაიდო წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერის პროგრამაც;

 

• ხორციელდება მართვის პოლიტიკის რეფორმა. შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური. მეტი ეფექტურობისთვის ერთ სააგენტოში ცენტრალიზდა მუნიციპალური სერვისები.

 

და სხვა მრავალი...

 

ამ გუნდში მუშაობა დიდი პატივი, თუმცა ამავდროულად პასუხისმგებლობაა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ვიმუშავებთ მუხლჩაუხრელად. ჩვენი მიზანია ყველამ ერთად ვიცხოვროთ #სიცოცხლითსავსეთბილისში!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner