ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰოკინგი სამყაროს დიდი აფეთქების შედეგად შექმნის შესახებ თეორიის ავტორია. ის ასევე შავი ხვრელების წარმოშობას იკვლევდა.
ჰოკინგი არის არაერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი. ის გახლდათ ლონდონის სამეფო საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ასევე იყო აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
სტივენ ჰოკინგს 1960-იან წლებში ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ის წლების მანძილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავარძლით გადაადგილდებოდა.
ბრიტანელი ფიზიკოსი მეცნიერების პოპულარიზაციას ეწეოდა და ისეთი ცნობილი წიგნების ავტორია, როგორიცაა „დროის მოკლე ისტორია" და „ყველაფრის თეორია".
ავადმყოფობის გამო მან დაკარგა საუბრის უნარიც. 1965 წელს ექიმებმა განაცხადეს, რომ ჰოკინგი მხოლოდ ორი წელი იცოცხლებდა.