logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: სააკაშვილს ნამდვილად სჭირდება გამოცდილი ექიმი!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

22 თებერვალი. 2016. 18:55



„ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა" ეჭვგარეშე გაიმარჯვებს, ნამდვილად სჭირდება გამოცდილი ექიმი", - ამ განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს. ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ტელეინტერვიუს აფასებს:


„გუშინ ერთ-ერთი პოლიტიკური შოუს ყურებისას წილად მხვდა „ბედნიერება", მომესმინა უნიკალური ზღაპრების მთელი სერია. როგორც ჩანს და თვითონ მიხეილ სააკაშვილიც აღიარებს, ის არ შეცვლილა, არ შეცვლილა მისი რიტორიკა და ტონი ,არც მისი ტყუილებისადმი მიდრეკილებაა შეცვლილი. სამწუხაროა, რომ ის კვლავ საკუთარ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც ძალიან შორს არის რეალობისგან. მის გამოსვლაში იყო ბევრი ტყუილი და ძალიან ცოტა სიმართლე.

 

მისი თქმით, საქართველო არ დამარცხებულა 2008 წელს, არამედ ის დამარცხდა 2012 წელს. ის ასევე ამბობს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ის არ მოდის უბრძოლველად. სწორედ თავისუფლებისთვის იბრძოდა ქართველი საზოგადოება 2007 წელს, მაგრამ საპასუხოდ ხელკეტები და რეპრესიები მიიღო. ის კვლავ არ ეშვება ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას, ადრე საზოგადოების გარკვეული ნაწილი „ჩარეცხილებად" მოიხსენია,  ახლა კი განაცხადა, რომ 2012 წელს იყო  „ოროსნების" აჯანყება „ხუთოსნების" წინააღმდეგ.

 

საუბარი შეეხო მის მიერ შექმნილ და განსახორციელებელ პროექტებს. დიახ, ამ პროექტების დიდი ნაწილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დაგეგმარება იყო არასწორი, რადგან სახელმწიფო გაწევდა დიდ ფინანსურ ხარჯს, მაგრამ არ ექნებოდა წინსვლა და განვითარება.  ჩვენს ქვეყანას კი არ აქვს მილიონობით ლარის ფუჭად დახარჯვის საშუალება.

 

ჯერ „საქართველოს აღმშენებლობასა და განვითრებაზე" ზრუნავდა ახლა კი „უკრაინაზე ფიქრობს"!

 

ჩემი რჩევა იქნება,  ქვეყნასა და ხალხზე ზრუნვის გარდა, საკუთრ თავზეც იფიქროს, მოძებნოს კვალიფიციური ექიმი, რომელიც მას უმკურნალებს და რეალობაში დააბრუნებს. ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა" ეჭვგარეშე გაიმარჯვებს, ნამდვილად სჭირდება გამოცდილი ექიმი", - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner