logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ეს გახლავთ გაუგონარი სითავხედე და ღალატი!
- +

13 მარტი. 2018. 22:00



„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველას! ყველას! ყველას! უცხოტომელების მიერ დაშინებულმა ქალაქ ბათუმის მერიამ და საკრებულომ კატეგორიული უარი განაცხადა ბათუმის ცენტრში დიდი დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაზე. ეს გახლავთ გაუგონარი სითავხედე და ღალატი, რომელსაც ჩადიან მოღალატე ჩინოვნიკები. აღმაშენებლის ძეგლის აღმართვა ბათუმში არის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი, რომელიც ნათლად ანახებს საქართველოს მტრებს, რომ ჩვენი იდეალია დავითისდროინდელი დიდი საქართველო. „ქართული მარში" არ აპირებს შეჩერდეს და გაატაროს ეს ამაზრზენი გადაწყვეტილება, პირიქით, სწორედ ხალხი თავად დადგამს აღმაშენებლის ძეგლს, ამას ვერცერთი უცხო ქვეყანა, ვერცერთი ჩინოვნიკი, მერია თუ საკრებულო შეუშლის ხელს. თუ უნდათ ხალხის ძალის ნახვა, ნახავენ. „ქართული მარში" ბათუმში ჩადის!!! დაგვიკავშირდით ტელეფონებზე - 571800002 ან 599084094", - წერს ბრეგაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner