logo_geo
eng_logo
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

14 მარტი. 2018. 11:40



რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის  ჩადენაში ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 მაისს, 09:25 საათიდან 09:40 საათამდე დროის შუალედში,  ზ.თ.  ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე  შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს" რუსთავის ფილიალში  მივიდა და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო"-ს კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას  - 28 710  ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ზ.თ. 2017 წლის 29 მაისს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ზ.თ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner