logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი „ნაციონალებს“: „ოდეერებით“ მართავდით ქვეყანას!
- +

27 აპრილი. 2016. 16:37



პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა.




ე.წ. ოდეერებით მართავდით ქვეყანას და ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი. დღეს ისე მოგაქვთ თავი, თითქოს ოდერეეების ინსტიტუტის" შესახებ დღეს გაიგეთ და თურმე ეს დამღუპველი ყოფილა", - მიმართა დეპუტატმა „ნაციონალებს".



სესიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" ორმაგი სტანდარტი აქვს როგორც ევროპულ არჩევანთან, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.


 

თითქოსდა ჩვენ და ნაციონალური მოძრაობა" გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებით, მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ევროპული არჩევანი, სადაც ჩვენ ვაღწევთ ძალიან სერიოზულ შედეგებს. მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის" წევრები ყველაფერს ცდილობენ, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ ვიზა-ლიბერალიზაცია ვერ მიიღოს და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობენ, პარტნიორი პარტიის მეშვეობით მოახდინონ ამ პროცესის დისკრედიტაცია.

 

ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ გვინდა ძლიერი უსაფრთხოების სისტემა, მაგრამ მუდმივად გვესმის მათი მხრიდან ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობა", - განაცხადა სესიაშვილმა.



დეპუტატმა ასევე გაიხსენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ე.წ. ფარულ ვიდეოჩანაწერებს ეხებოდა.



სულ რამდენიმე ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა დაგმო ე.წ. ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხი და ნაძირლები უწოდა მათ, ვინც ეს შექმნა და ორგანიზება მოახდინა. ისიც თქვა, რომ ასეთი ხალხი პოლიტიკაში არ უნდა იყოსო. ერთი, უბრალოდ, მაინტერესებს, თქვენგან გავიგო, თუ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა 28 ათას ფარულ ვიდეოჩანაწერს, ადამიანების წამებას, ათასობით ბიზნესმენის დატერორებას, მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ა.შ. თქვენ იყავით მაშინ ხელისუფლებაში, პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, თუ უბრალოდ თავი არ გქონდათ, რომ სიტუაცია გაგეკონტროლებინათ?" - მიმართა ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner