logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის 300 მლნ დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში
- +

14 მარტი. 2018. 11:46


 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს კაპიტალის" მიერ 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსებას გამოეხმაურა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.

 

„ეს არის პირველი ფაქტი, როდესაც საქართველოში არსებულმა არასაფინანსო კომპანიამ, საინვესტიციო ბიზნეს ჰოლდინგმა - „საქართველოს კაპიტალი", 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. ეს არის 300 მლნ დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში და დაბანდდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა და სხვა სექტორების განვითარება. ნამდვილად, მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის.

 

BGEO Group-თან ერთად ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა. მინდა, მივულოცო ჯგუფს ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება - არა მხოლოდ მათთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner