ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას მიერ ბოტანიკურ ბაღში გამართულ აქციას „facebook"-გვერდზე ეხმიანება.
„მელიას დღევანდელ პოლიტბარიგულ ვოიაჟზე ვიტყვი, რომ: როცა მოდიხარ სამეცნიერო დაწესებულებაში, მეცნიერებს „ეკაჩავები" და ეგეც არ გამოგდის, არც პოლიტიკოსი ხარ და არც „გადამწვარი ძველი ბიჭი" (თბილისელობის „შეფუთვა" ძალად ძველი ბიჭის „იმიჯით" - მაგარი გოიმობაა). არ მიყვარს იმ 9 წელიწადზე ლაპარაკი, მაგრამ ის მიწები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 2007 წელსაა გადაცემული - ნეტა მაშინ ვინ იყო ხელისუფლებაში? იმათ ხომ არ მივადგეთ?" - წერს გია გაბრიჭიძე.