logo_geo
eng_logo
გვარდიოლა სრულყოფილი საფეხბურთო სპექტაკლის მოლოდინშია
- +

27 აპრილი. 2016. 17:16



ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკო" მიუნხენის „ბაიერნს" დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ.


„მოხარულნი ვართ, რომ ნახევარფინალში ვთამაშობთ და ვიცით, რაოდენ ძლიერი გუნდები იყრიან აქ თავს. „ატლეტიკოც" არ არის გამონაკლისი. იგი შეიძლება შევადაროთ „ბარსას" ან „რეალს". როდესაც ევროპულ გრანდებთან თამაშობენ, თავისუფლად შეუძლიათ, გამოთიშონ ისინი გათამაშებას. სიმეონემ ბევრს მიაღწია „ატლეტიკოს" სათავეში ყოფნისას. სრულყოფილი და სანახაობრივი საფეხბურთო სპექტაკლი გველის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში გავაღწიოთ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.


მადრიდის „ატლეტიკოსა" და მიუნხენის „ბაიერნს"  შორის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება „ვისენტე კალდერონზე" დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner