logo_geo
eng_logo
„საქართველოს კაპიტალი“ მომდევნო წლების განმავლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
- +

14 მარტი. 2018. 17:35



BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალმა", სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა. საინვესტიციო კომპანია მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში 500 მილონი აშშ დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. საინვესტიციო თანხებს შორის, არის 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები, რომელიც „საქართველოს კაპიტალმა" წარმატებით განათავსა. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ ევროობლიგაციები გამოუშვა. „საქართველოს კაპიტალი" მოზიდული თანხების ინვესტირებას, სწორედ საქართველოში არსებულ ქართულ კომპანიებში განხორციელებს. მიზანი კი ქართული კომპანიების და იმ სექტორების განვითარებაა, სადაც კონკრეტული კომპანიები ოპერირებენ.


აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კაპიტალი" მოზიდულ ინვესტიციას განახორციელებს - საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის განვითარებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, მომდევნო 2 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს კაპიტალის" შვილობილი დეველოპერული კომპანია "m2"-ი ააშენებს და გახსნის 10 სასტუმროს. მათ შორის იქნება, როგორც 3 ვარსკვლავიანი, ასევე მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის მქონე სასტუმროები. სასტუმროები აშენდება თბილისში, ქუთაისში, კახეთში და სამთო-სათხილამურო კურორტებზე. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კაპიტალი" ინვესტიციებს განახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. დაგეგმილია რამდენიმე ე.წ უბნის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელ ფართთან ერთად, იქნება უბნისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაც: ბაღი, სკოლა, საცურაო აუზი, პარკი, სავაჭრო ცენტრი და საოფისე ფართი.


ინვესტიციები განხორციელდება ქართული მეღვინეობის განსავითარებლად. გაიზრდება და გაფართოვდება ღვინის წარმოება, რათა დაკმაყოფილდეს ექსპორტის გაზრდილი მოთხოვნა განსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით.


საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი" შვილობილი კომპანიების ჩართულობით (GGU), ინვესტიციებს განახორციელებს: განახლებადი ენერგიის ბიზნესშიც, მათ შორის ახალი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში,  სადაც ჯამში 119 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხა დაიხარჯება. ინვესტიციები განხორციელდება, კომუნალური ბიზნესის რეაბილიტაციის მიზნითაც, ინვესტიციების შედეგად მოხდება - გარდაბნის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. ასევე, კომუნალური მიმართულებით, განახლდება და განვითარდება ინფრასტრუქტურა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner