logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: ბრიტანეთის მინისტრები და სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან
- +

14 მარტი. 2018. 18:03

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ГРУ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის გამო დიდი ბრიტანეთის მინისტრები და სამეფო ოჯახის წევრები მსოფლიოს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში ტარდება, არ დაესწრებიან.


გარდა ამისა, მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აუქმებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტს, რომელიც ლონდონშია მიწვეული.

 

„ამ ინციდენტის შემდეგ ურთიერთობებს ძველ დონეზე ვერ შევინარჩუნებთ. ამიტომ, უმაღლეს დონეზე ყველა ორმხრივ კონტაქტს ვწყვეტთ", - განაცხადა მეიმ.


გამოსვლისას მეიმ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. მათ ერთი კვირის ვადა მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. მეიმ დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთის ინტერესებში არ შედის რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner