logo_geo
eng_logo
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტერეზა მეის განცხადებას პასუხობს
- +

14 მარტი. 2018. 20:51



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.


რუსეთი ტერეზა მეის განცხადებას უპრეცედენტოდ უხეშ პროვოკაციად აფასებს.


„დიდი ბრიტანეთის მთავრობამ არჩევანი რუსეთთან კონფრონტაციის სასარგებლოდ გააკეთა. ნათელია, რომ ამ ინციდენტის უხეში და გაუმჭვირვალე გამოძიების მეთოდებით ბრიტანეთის მთავრობამ უხეში ანტირუსული კამპანია დაიწყო. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner