logo_geo
eng_logo
მარია ზახაროვა: როგორი მინისტრია ლავროვი, ამას რუსეთის პრეზიდენტი აფასებს და არა ტერეზა მეი!
- +

14 მარტი. 2018. 21:06



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სერგეი ლავროვის შეფასება, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია.


„ტერეზა, ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი და შეფასებას იმის შესახებ, როგორი მინისტრია, მას რუსეთის პრეზიდენტი აძლევს.

 

მე მესმის, რომ თქვენ გინდათ სხვაგვარად იფიქროთ, მაგრამ თქვენი მინისტრი ბორის ჯონსონია", - დაწერა ზახაროვამ სოციალურ ქსელ facebook - ში.


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს განაცხადა, რომ  ლონდონი რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს, აუქმებს ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და წყვეტს უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner