ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკო" მიუნხენის „ბაიერნს" დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა მასპინძელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ და აღნიშნა, რომ მის გუნდს მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი მართებს.
„მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ. რთული მატჩი გვექნება მეტოქესთან, რომელსაც დიდი შემტევი პოტენციალი და მწვრთნელი ჰყავს, რომელიც თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს. შევეცდებით, გარკვეულ მომენტებში ინიციატივას დავეუფლოთ.
ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ჩემთვის შურისძიება მიუღებელია, მე მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს ვხედავ. ჩემპიონობისთვის თამაშების მოგებაა საჭირო, ასე რომ, გუნდები თანაბარ სიტუაციაში არიან. მე მხოლოდ ის მსურს, რომ ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
მადრიდის „ატლეტიკოსა" და მიუნხენის „ბაიერნს" შორის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება „ვისენტე კალდერონზე" დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.