გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ უგულავა კარტოფილს თესავს.
„სწავლობს გიგლა ტიტინა. ხონის რაიონის სოფელი ჩაის მეურნეობა. პირველი წელია რაც მოსახლეობამ კარტოფილის დარგვა გადაწყვიტა. იმედია, რომ ფაროსანა ვერ მოერევა და ექსპერიმენტიც გაამართლებს - მოსავალი იქნება. მადლობა მათ რომ მასწავლეს და წარმატება ამ მშრომელ ხალხს", - წერს უგულავა.
ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ნეგატიური. მომხმარებლები ყოფილ მერს ურჩევენ კარტოფილის და კარტოფილის გარჩევა ისწავლოს.
„მარგველა წაგეყვანა, მაგაში მაინც აქვს გამოცდილება" - წერს მომხმარებელი.