logo_geo
eng_logo
„ომიდან სამ თვეში ვაშაძე რუსეთში კონცერტის გამართვას ითხოვდა!“ - ნიკოლოზ მჟავანაძე 2008 წლის სკანდალურ წერილს აქვეყნებს!
- +

15 მარტი. 2018. 01:19


 

„იმ დროს როცა ჩვენი გმირი ბიჭების ცხედრები ცხინვალში იყო უპატრონოდ მიტოვებული, რუსებს კონცერტებს სთავაზობდით და თქვენ აკრიტიკებთ კვირიკაშვილის წერილს", - ამის შესახებ უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„თქვენ და თქვენი სატელიტები „ნაცებო" ხართ ძალა რომლებიც ციხის გარდა არაფერს არ იმსახურებთ.

 

მართლაც შუბლზე ძარღვი უნდა ჰქონდეს გაწყვეტილი ნაცმოძრაობას, მის სატელიტებს, და განსაკუთრებით ყოფილ კულტურის და შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს რუსეთთან კაპიტულანტურ პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულოს ხელისუფლება. ლამის არის კოცონზე დაწვან პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან გაგზავნილი წერილის გამო სადაც დიალოგის სურვილის გარდა არაფერია დაფიქსირებული. ნაც ფაშისტურმა ძალამ ჯერ რუსეთის გაყვანილი ბაზები დააბრუნა საქართველოში, შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩააბარა რუსეთს, ბოლოს კი ყველა სტრატეგიული ობიექტი ასევე რუსეთს გადასცა. რა ნამუსით იღებს ხმას ნაცები და გრიგილ ვაშაძე კვირიკაშვილის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, როცა 2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან სამ თვეში, საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრს, ალექსანდრ ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობდა. ( წერილი თან ერთვის ამ პოსტს), იმ დროს როცა ჩვენი გმირი ბიჭების ცხედრები ცხინვალში იყო უპატრონოდ მიტოვებული რუსებს კონცერტებს სთავაზობდით და თქვენ აკრიტიკებთ კვირიკაშვილის წერილს. თქვენ და თქვენი სატელიტები ნაცებო ხართ ძალა რომლებიც ციხის გარდა არაფერს არ იმსახურებთ", - წერს მჟავანაძე.

 


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner