logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს!
- +

27 აპრილი. 2016. 17:36



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ჟურნალიტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.



ძალიან მკაფოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველო" ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს. ვის გულისხმობდა დავით უსუფაშვილი, ალბათ, უნდა დააკონკრეტოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი დაბრკოლება არ ექნება ვიზა-ლიბერალიზაციაზე და ძალიან ურყევი, ძალიან მკაფიო მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანას ევროპარლამენტის და კონკრეტული დეპუტატების. ევროპის სახალხო პარტიიდან ინდივიდუალური განცხადებები ნამდვილად ვერ მოახდენს გავლენას ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელსაც უმრავლესობით მიიღებენ ძალიან მალე ევროპარლამენტში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner