logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ წულუკიძე: „ტელე იმედი“ 15 წლისაა! მიყვარხართ მე თქვენ!
- +

15 მარტი. 2018. 03:07


 

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ტელე იმედი" 15 წლისაა!

ტელევიზია რომელშიც 11 წელია ვმუშაობ და ცხოვრების ყველაზე დიდ დროს ვატარებ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვისთან ერთადაც თუნდაც ერთი დღე მიმუშავია. ჩემს ერთგულ „რადიო იმედს", ღამის შოუს სტუდიას, სადაც აღმოვაჩინე რომ თურმე სცენარის წერა შემძლებია (და ცოტა არტისტობაც ,,შუა ქალაქი" - ნოდარი და ,,გოგონა გარეუბნიდან") იმედის დილას, და რაც მთავარია ჩემი ოცნებების ამსრულებელ ადრე ,,დღის შოუს" და ახლა ,,იმედის დღეს". პრადად თამარ ღვინიანიძეს მუდმივი ნდობისთვის და სიყვარულისთვის, რომ არა შენ არ იქნებოდა ,,პერსონა", ,,საიმედო ტური" და კიდევ უამრავი ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობა პროდიუსერებს. წამყვანებს რომლებთან ერთადაც მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა იყო და არის, მიყვარხართ მე თქვენ! ასევე დიდი, უზარმაზარი მადლობა ჩემს ,,კულინარიულ დუელს", რომელიც აგერ უკვე მეშვიდე წელია ყველაზე რეიტინგული კულინარიული გადაცემაა ქართულ ტელესივრცეში.

ბედნიერებაა მუშაობდე ისეთ პროფესიონალებთან როგორებიც თქვენ ბრძანდებით.

p.s. მადლობა ჩემი ურთულესი ხასიათის ატანისთვის და სიყვარულისთვის. უნდა აიტანოთ უხუცესი წამყვანი...

p.s.p..s. როგორც გაირკვა იმედში ჩემზე ძველი წამყვანი აღარავინაა, ვისაც ასე 11 წელი ემუშაოს ჰოლდინგში უწყვეტად. ასე რომ ,,გაქანებული ნერვოზი" მეპატიება", - წერს ნიკოლოზ წულუკიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner