უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რითია უკმაყოფილო „სითი პარკი"?! არა, რა არ მოეწონა და რა ვერ გაიგო?! იმის მაგივრად, რომ მრავალი წლის მანძილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო (მარტო ავტომობილებისთვის საპარკინგე ადგილების დახაზვა არ არის საქმე) და მოქალაქეებისათვის უსაფრთხო და კომფორტული სერვიზი უზრუნველყო, პირიქით კაბალურად იყენებდა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის გამოც ილახებოდა მოქალაქეთა უფლებები, დაზარალდა ათასობით ადამიანი (ყველას კარგად გვახსოვს მოტაცებული და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი ავტომობილები)...
თუმცა „სითი პარკმა" ამდენი ხნის განმავლობაში ელემენტარული რამე ვერ გაიგო, რომ ინტერესებისა და უფლებების გარდა ვალდებულებებიც ჰქონდა და სხვა რამეს გაიგებს?!
დასრულდა „სითი პარკის" ყაჩაღობის ეპოქა!
P.S. ვინც შეცვლის „სითი პარკს" არც იმან არ უნდა გააგრძელოს იგივე მეთოდებით საქმიანობა!" - წერს ლილუაშვილი.