logo_geo
eng_logo
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

15 მარტი. 2018. 10:48



„რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის  ჩადენაში ბრალდებული ე.ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017  წლის 28 ივლისს, დაახლოებით  05:00 საათიდან  07:00 საათამდე პერიოდში, ე.ი.-მ,  ქ. რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით იქირავა შ.ს.-ის ავტომანქანა. მიიყვანა ის სოფელ აგთაკლიის ერთ-ერთი უბნის  ჩიხში, სადაც დანის გამოყენებით,  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების  მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შ.ს.-ს  გასტაცა თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ე.ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner