logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: დიდი ბრიტანეთი გაზის ალტერნატიული მოწოდების შესაძლებლობებს სწავლობს, რათა რუსეთზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული
- +

15 მარტი. 2018. 11:30



დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გაზის ალტერნატიული მოწოდების შესაძლებლობებს სწავლობს, რათა რუსეთზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული.

 

„მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ რუსეთი თავის ენერგეტიკულ რესურსებს იყენებს, რათა ზეწოლა განახორციელოს იმ ქვეყნებზე, ვისაც ამ რესურსებს აწვდის. დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შეძენის შესაძლებლობებს სწავლობს, რათა შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება და რუსეთის გავლენა, რომელსაც რუსეთი ენერგეტიკული ბაზრების მეშვეობით ახორციელებს", - განაცხადა ტერეზა მეიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner