გამოცემა „Milliyet"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო" თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუზე ტერაქტს გეგმავდა.
თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, კონიაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ დაჯგუფების 9 წევრი, მათ შორის, ერთი ქალი დააკავა.
დაკავებულთა დაკითხვის დროს დადგინდა, რომ ტერორისტული აქტის მოწყობა გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრის კონიას პროვინციაში ვიზიტის დროს იგეგმებოდა, თუმცა, გაძიერებული უსაფრთხოების ზომების გამო, ტერორისტები იმ მოედანზე ვერ მოხვდნენ, სადაც თურქეთის პრემიერმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა.