logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: მიზანში კვლავ პატრიარქია...
- +

15 მარტი. 2018. 12:29



ანალიტიკოსი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ... ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ისაა, რომ მიზანში კვლავ პატრიარქია. არა მგონია, კვლავ ფიზიკური ლიკვიდაცია ემუქრებოდეს, მაგრამ, ჩემი აზრი მიდის იქითკენ, რომ მის წინააღმდეგ, ამჯერად ფიზიკურის ნაცვლად მორალური და ძალაუფლებითი დარტყმა უნდა მზადდებოდეს.

 

ეს იმავე მიზნის სხვაგვარი სტრატეგიაა, რაც ერთი წლის წინ მოხდა - ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობას ვგულისხმობ... ამჯერად კი ლოგიკა მიდის იქითკენ, რომ პატრიარქს ახალ დარტყმას უნდა უმზადებდნენ, არა ფიზიკურს, არამედ ძალაუფლებითს და მორალურს.

 

ჯერ ვფიქრობდი, რომ მის მოსაყდრეზე შეიძლება მზადდებოდეს დარტყმა, თუმცა, მგონია, რომ მეუფე შიოს არც აქვს სინოდში იმხელა წონა, მის წინააღმდეგ ამ მომენტისათვის შეთქმულება მზადდებოდეს, თუმცა ბოლომდეც ვერ გამოვრიცხავ ამის ალბათობასაც.

 

თუმცა, უმეტესად, მაინც მგონია, რომ სამიზნე კვლავ პატრიარქია და დარტყმას პატრიარქის წინააღმდეგ სინოდის გარკვეული ნაწილი უნდა ამზადებდეს სხვა ხელისშემწყობებთან ერთად...

 

პატრიარქისადმი დარტყმის ამ სტრატეგიის მიზანი, სავარაუდოდ, მისი ძალაუფლების, ზეგავლენის, რეპუტაციის, მორალური და ფსიქოლოგიური მდგრადობის დანგრევაა, რასაც, პრინციპში მოჰყვება ან მისი ფუნქციური ან შესაძლოა ფიზიკური პარალიზებაც კი", - წერს გამზარდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner