logo_geo
eng_logo
დღეს ეს ქუჩა აღარ არსებობს...
- +

27 აპრილი. 2016. 17:41


თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში „ავლაბარში", დღევანდელ ღვინის აღმართს ძველად სირაჯხანის აღმართს უწოდებდნენ. დიდი სირაჯხანა მტკვრის მარცხენა ნაპირზე, გრძელ მოხვეულ აღმართს გასდევდა, რომელიც ძველი მეტეხის ხიდთან იწყებოდა და ავლაბრის გალავნის ქვემოთ, კლდის ძირს მიჰყვებოდა. აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები მარაგდებოდნენ კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით სავსე რუმბებითა და ტიკებით. ამ აღმართზევე იყო ძველი თბილისის უმთავრესი ღვინის ბაზარი.



„სირაჩ" თუ „სირაჯ" მეღვინეს ნიშნავს სპარსულად, „ხანა" თუ „ხანე" კი - სახლს. სირაჯხანა ღვინით და არყით მოვაჭრეთა რიგებს ნიშნავს. ძველ თბილისში, მტკვრის მოპირდაპირე ნაპირებზე, ორი სირაჯხანა იყო - პატარა და დიდი. პატარა სირაჯხანა მარჯვენა ნაპირზე, კალაში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა. დღეს ეს ქუჩა აღარ არსებობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner