logo_geo
eng_logo
ParkHill Saburtalo - ადგილი, სადაც ცხოვრებაზე უარს ვერ იტყვით!
- +

15 მარტი. 2018. 14:13

 

ინტერვიუ სამშენებლო კომპანია greenlife-ის დირექტორ ნუგზარ ჩაჩანიძესთან:


 

 

- მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ.


- მოგესალმებით, კომპანია GreenLife-ი დაარსდა 2014 წელს. ჩვენს მთავარ მიზანს და ამოცანას წარმოადგენს, საქართველოში შევქმნათ ხარისხიანი, კომფორტული, ჰარმონიული და მომხმარებლების სურვილსა და ინტერესზე მაქსიმალურად მორგებული გარემო. ხარისხზე მუდმივი ზრუნვა და მისი გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია.


- გვიამბეთ თქვენი კომპანიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.


- კომპანია GreenLife-ს დასრულებული კომპლექსი აქვს ვაკეში, ჟვანიას #26-ში, GreenLife               Apartament-ი, რომელიც 10-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი გახლავთ, პარკირების 2 ზონით, გამწვანებული მიმდებარე ტერიტორიით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და მთელ თბილისზე პანორამული ხედებით გამოირჩევა.


დღეისათვის კომპანია საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს საბურთალოზე, მინდელის 9-ის მიმდებარედ. ParkHill Saburtalo-ს ფართი შეადგენს 1-ჰექტარამდე ტერიტორიას. კომპლექსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით. გამწვანებულ ეზოს დაეთმობა 3000 კვ.მ, აქ იქნება შიდა საფეხმავლო-სარბენი ბილიკები, ბავშვების გასართობი, სავარჯიშო და დასასვენებელი ზონა. კომპლექსს ემიჯნება რეკრეაციულ ზონა. ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჩვენს მობინადრებს შეუქმნის მშვიდ, ჰარმონიულ და უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს.

 

- რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს კომპანიაში და რა წარმოადგენს თქვენი გუნდის მიზნებსა და პრიორიტეტებს?


- პროექტის სხვადასხვა ეტაპზე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალი თანამშრომლებით. ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ისეთი პროექტები, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, მრავალფეროვნებით, თანამედროვე არქიტექტურით და სრულად კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით.


- რატომ greenlife? როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი სავიზიტო ბარათი და რა პრიორიტეტები გაქვთ სხვა უამრავ სამშენებლო კომპანიასთან შედარებით?


- რატომ GreenLife? რადგან ჩვენ ვირჩევთ ჰარმონიულ და უსაფრთხო გარემოს, ჩვენი სავიზიტო ბარათია ინდივიდუალური მიდგომა და ჩვენი მყიდველის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება და დაცვა. კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები, შრომის უსაფრთხოების დაცვა, საიმედოობა, თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი. ჩვენ გვსურს, ჩვენს მობინადრეებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და ჰარმონიული საცხოვრებელი გარემო.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


right_banner right_banner
არქივი
right_banner