logo_geo
eng_logo
ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მე-3 ორთაბრძოლა მოიგო
- +

15 მარტი. 2018. 14:41


ქართველმა სეკივაკემ, ტოჩინოშინმა, ჰარუ ბაშოზე მე-3 გამარჯვება გაიფორმა და კვლავ დადებით ბალანსზე (3:2) გავიდა.


ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი კომუსუბი ჩიოტაირიუ იყო რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ქართველ მებრძოლს აქამდე თანაბარი ბალანსი 2:2 ჰქონდა.


ტოჩინოშინმა მეტოქის დასამარცხებლად ამჯერად ოკურიდაშის ილეთი გამოიყენა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე ასევე იაპონელი პირველი მაეგაშირა, შოთა ენდო იქნება რომელსაც ჰარუ ბაშოზე ასევე 3:2 ბალანსი აქვს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner