logo_geo
eng_logo
15 წელზე მეტი გავიდა, კიანუს კი ცოლი არ შეურთავს!
- +

27 აპრილი. 2016. 17:50


ჰოლივუდის ვარსკვლავი კიანუ რივზი ყოველთვის უბრალოებით გამოირჩევა:მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მსახიობია, ცხოვრობს მოკრძალებულად, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ის განთქმულია ქველმოქმედებითა და ცხოვრების უბრალო სტილის სიყვარულით. მას არ აქვს ვარსკვლავური დაავადება, ძალიან კომუნიკაბელურია, ყოველთვის იმსახსოვრებს თუნდაც უმნიშვნელო ადამიანების სახელებს, ესალმება და ესაუბრება უბრალო პერსონალს.

ერთხელ მატრიცას" ერთ-ერთი სერიის გადაღებისას შეიტყო, რომ დეკორაციების უბრალო მუშას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მის ოჯახს ძალიან უჭირდა მატერიალურად. კიანუ ადგა და ამ მუშას 20 ათასი დოლარი აჩუქა ახალ წელს", - წერს  ფილმ „მატრიცას" შემქმნელთა გუნდის ერთ-ერთი წევრი.

მეოცე საუკუნის ბოლო წელი მართლაც საკრალური გახლდათ კიანუსთვის. ერთი მხრივ, ამ წელს რივზი კარიერის მწვერვალზე ავიდა, რადგან შეასრულა ნეოს როლი „მატრიცაში", გახდა უსაზღვროდ პოპულარული, შევიდა მსოფლიოს უმდიდრეს მსახიობთა სიაში და ოთხჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე", თუმცა კარიერაში წარმატებამ ბედნიერება ვერ მოუტანა, რადგან ამავე წელს მის პირად ცხოვრებაში საზარელი ტრაგედია მოხდა, მისი და ჯენიფერ საიმის შვილი მკვდარი დაიბადა. ტრაგედიამ წყვილის ცხოვრებას საშინელი დაღი დაასვა და ისინი მალევე დაშორდნენ. 18 თვის შემდეგ კი მომღერალ მერლინ მენსონის სახლიდან მომავალი ჯენიფერი ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. მას შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა, კიანუს კი ცოლი არ შეურთავს, არც შვილები ჰყავს!

„დარდი ფორმას იცვლის, მაგრამ არასოდეს მთავრდება. წარმოვიდგენ ხოლმე, ჯენიფერი რომ არ დაღუპულიყო და ჩვენი გოგონაც დაბადებულიყო, ახლა როგორ ვიცხოვრებდით. ვდარდობ იმაზე, რაც არასდროს მქონია და უკვე აღარც მექნება - მათთან ერთად ცხოვრებაზე",- წერს ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ მსახიობი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner