logo_geo
eng_logo
ლელა კალულია: ჩემი ქალიშვილი ერთ-ერთი წამყვანი მინისტრი გახდება
- +

27 აპრილი. 2016. 17:52


წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ქალიშვილი პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება. ამის შესახებ კაკულიამ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. კაკულიას თქმით, მისი შვილი მინისტრის სავარძელს დაიკავებს.



„ჩემი ქალიშვილი ემზადება პოლიტიკისთვის და ის ძალიან სერიოზულ ადგილს დაიკავებს. ერთ-ერთი წამყვანი მინისტრი გახდება. თან თამარს წინასწარმეტყველური უნარებიც აღმოაჩნდა, თუმცა ამ უნარებს არ ვუღვივებთ. პოლიტიკაში ეს ყველაფერი მას დაეხმარება. ახლა განათლებას უცხოეთში იღებს და იქიდან ძალიან ძლიერი და ჩამოყალიბებული დაბრუნდება. თამარი იქნება გიორგი ბრწყინვალის გუნდის წევრი. რა თქმა უნდა, ამით დროს არ ვუსვამ ხაზს, გიორგი ბრწყინვალის მოსვლას, მაგრამ ესეც საინტერესო დეტალია", - განაცხადა ლელა კაკულიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner