მსახიობის გიორგი მახარაძის მკურნალობის შედეგი ცნობილია. ამის შესახებ ჟურნალი „სარკე" იუწყება.
„მადლობა უფალს, მკურნალობის შედეგები დადებითია, მადლობა უფალს", - წერს მსახიობ გიორგი მახარაძის დედა თეო ჩივაძე.
რამდენიმე თვის წინ მსახიობ გიორგი მახარაძეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ის სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მკურნალობამ სასურველი შედეგი გამოიღო.