logo_geo
eng_logo
ტრამპმა, მერკელმა, მაკრონმა და მეიმ რუსი ჯაშუშის მოწამლვაზე ერთობლივ განცხადება გააკეთეს
- +

15 მარტი. 2018. 22:36


 

„საფრანგეთი, გერმანია, აშშ-ი და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ სკრიპალის მოწამვლა მათ უსაფრთხოებას ემუქრება", - ამის შესახებ განცხადება ამ ქვეყნების ლიდერებმა გააკეთეს. დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი, ანგელა მერკელი და ტერეზა მეი მოუწოდებენ მოსკოვს, უპასუხოს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.


ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სკრიპალის წინააღმდეგ გამოყენებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ევროპის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიყენეს. განცხადებაში სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად არის შეფასებული.


ისინი მოითხოვენ რუსეთისგან, სერგეი სკრიპალის მოწამვლის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერების, "ნოვიჩოკის" დამზადების პროგრამის დეტალები გაასაჯაროოს.


რუსი ჯაშუში სერგეის სკრიპალის მოწამვლის საქმეზე გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ბრიტანულმა მხარემ საბჭოს წევრებს გამოძიების დეტალები მიაწოდა. ლონდონის მტკიცებით, რუსი ჯაშუში ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებებით მოწამლეს


ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი ლონდონის საპასუხოთ ასევე გააძევებს ბრიტანელ დიპლომატებს რუსეთში.


ოფიციალური ლონდონი რუსეთთან ყველა მაღალი დონის შეხვედრას აუქმებს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ლონდონში ვიზიტს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner