logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: ვფიქრობდი, ტაქსის მძღოლად ხომ არ ვიმუშავო?
- +

15 მარტი. 2018. 22:46



რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც სანკტ-პეტერბურგში ტაქსის მძღოლად მუშაობას აპირებდა. ამის შესახებ პუტინმა ანდრეი კონდრაშოვის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა.

 

„როდესაც ანატოლი სობჩაკმა მერის არჩევნები წააგო და მე მერიიდან წავედი, ვფიქრობდი, ტაქსის მძღოლად ხომ არ ვიმუშავო? მე არ ვხუმრობ, სხვა გამოსავალი არ მქონდა, ვინაიდან სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი მყავდა. ამიტომ, როდესაც მოსკოვში გადასვლა და პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში იურიდიულ საკითხებზე მუშაობა შემომთავაზეს, მე დავთანხმდი და მოსკოვში ჩავედი", - განაცხადა პუტინმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner