მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მრავალრიცხოვანო მეგობრებო!
ბევრმა ჩვენთაგანმა იცის, რომ არსებობს CAPTCHA ტესტი, რომელიც ადამიანს განასხვავებს მანქანისგან და ამ ტესტის ერთ-ერთ პოპულარულ ვერსიაში ჩვენ გვთავაზობენ „დავპწიჩკოთ" შეთავაზება: „მე არ ვარ რობოტი". „მე არ ვარ რობოტი" კარგი რამეა, მაგრამ „მე არ ვარ ბოროტი" გაცილებით საშურ ამბად მეჩვენება ჩვენს პოლარიზებულ და აგრესიით სავსე საზოგადოებაში - ამიტომ #მეარვარბოროტი აქციას გახსნილად ვაცხადებ - ქართული ქაფჩა ბოროტების წინააღმდეგ..." - წერს ნაცვლიშვილი.