logo_geo
eng_logo
სკოლაში დაღუპული ბავშვების 7 ათასი წყვილი ფეხსაცმელი ‒ აქცია ვაშინგტონში
- +

16 მარტი. 2018. 00:08



სამწუხაროდ, ამერიკაში ხშირია სკოლებში თავდასხმები. ამ საზარელ დანაშაულს ასობით ბავშვი ეწირება. სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ თავდასხმის შემთხვევაში.


13 მარტს ვაშინგტონში აქცია გაიმართა, რომლის შესახებაც გიორგი ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან მოეწყო აქცია, სადაც წარმოდგენილი იყო ბავშვის 7,000 წყვილი ფეხსაცმელი. სიმბოლურად, ფეხსაცმელების რაოდენობა გამოხატავს 2012 წლიდან მოყოლებული სკოლებში დაღუპული ბავშვების რაოდენობას.

 

2012 წელს, კონექტიკუტის ქალაქ ნიუთაუნში მოხდა მასიური სროლა Sandy Hook_ის დაწყებით სკოლაში, რასაც ასობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა", - წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner