logo_geo
eng_logo
გურანდა გაბუნია: მთელი სიცოცხლეა მღერის, მსოფლიო მოიარა - რატომ არ უნდა იმღეროს ახლა მოსკოვში?!
- +

16 მარტი. 2018. 00:43



მსახიობი გურანდა გაბუნია ნანი ბრეგვაძის კონცერტს, რომელიც მოსკოვშია დაგეგმილი „პრაიმტამთან" მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა. გაბუნია მიიჩნევს, რომ ნანი ბრეგვაძემ კონცერტი აუცილებლად უნდა გამართოს.

 

„დასანანია, ვინც არ უცხადებს. მთელი სიცოცხლე მღერის ეს ქალი, მსოფლიო მოვლილი აქვს და რატომ არ უნდა იმღეროს ახლა მოსკოვში. როგორ შეიძლება რუსული ენა არ იცოდე, პუშკინი არ იცოდე. ამას ვერ გავიგებ. ყველას თავისი აზრი აქვს... როგორ დამავიწყდება, ოთარმა მოსკოვში „ანტიგონე" ითამაშა რუსულად. ოთარი ერთადერთი არტისტია საქართველოში, რომელმაც რუსულად ითამაშა და ყველა პრემია მიიღო, სტანისლავსკიდან დაწყებული, ჩაიკით დამთავრებული", - განაცხადა გაბუნიამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner