logo_geo
eng_logo
იან კელი: დიალოგი აუცილებელია - თქვენ უნდა ელაპარაკოთ რუსეთს!
- +

16 მარტი. 2018. 00:06


 

„თქვენ უნდა ელაპარაკოთ რუსეთს", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ 15 მარტს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.


„ვფიქრობ, რუსეთთან დიალოგი არის აუცილებლობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უნდა ვიურთიერთოთ რუსეთთან. აშშ-ს რამდენიმე ზღვა და დიდი ოკეანე აშორებს რუსეთს. თქვენ რუსეთთან გრძელი საზღვარი გაქვთ. ასე რომ, რუსეთთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა. მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას. მესმის მისი იმედგაცრუების, რადგან ათი წლის განმავლობაში არ გვქონია პროგრესი. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში არ არის მზარდი ბორდერიზაცია, ურთიერთობების, ვაჭრობის უქონლობა. ვფიქრობ, უნდა იყოთ ფრთხილად. ძალიან დიდი ხანია, 40 წელზე მეტია, დაკავებული ვარ საბჭოთა კავშირითა და შემდგომ რუსეთით. საჭიროა, ფართოდ გახელილი თვალებით, რეალისტურად მიუდგეთ საკითხს, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული დიალოგი რუსეთთან", - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.


რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - აქვს, თუ არა მნიშვნელობა რუსეთთან დიალოგის ფორმატს და უნდა შემოიფარგლოს, თუ არა საქართველო მხოლოდ საერთაშორისო ფორმატებით, იან კელიმ უპასუხა: „ჟენევის ფორმატის ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ იქ არ მიიღება გადაწყვეტილებები. როცა ფორმატი არაპროდუქტიულია, უნდა ეძებო სხვა გზები ფორმატის შესაქმნელად. ვფიქრობ ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ არავინ არის უფლებამოსილი, ვინც მიიღებდა რთულ გადაწყვეტილებებს ჟენევის მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ამიტომაც ვთქვი, რომ მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის ინსტინქტს, რომელიც ეხება ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის დონის გაზრდას, რომ ადგილზე გყავდეთ გადაწყვეტილებების მიმღები. სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ეუთოში და აქედან ერთი წელი დაკავებული ვიყავი მთიანი ყარაბაღის საკითხით და ვიცი, რაოდენ რთული პროცესია ეს. არის მცირე იმედი რეალური პროგრესის. თუკი მოცემულ დროში არ მუშაობს არსებული ფორმატი, გადახედეთ ფორმატს. მე არ ვიტყვი, როგორი უნდა იყოს ის. ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა მოუსმინონ პრემიერ-მინისტრს. და, ვნახოთ, რას აპირებს მთავრობა?"


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner