logo_geo
eng_logo
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვე დარჩება
- +

16 მარტი. 2018. 04:22



ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვით, 18 სექტემბრამდე დარჩება. ამის შესახებ ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმსახურმა, იღუმენმა დიონისე ბორძიკულმა განაცხადა.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წერილი საქართველოს პატრიარქის მიერ გაიგზავნა და რადგანაც ქართველი ხალხის დამოკიდებულება ასეთი დიდია წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მიმართ, ინდოეთის მხარე თანხმობას აცხადებს, რომ წმინდა ნაწილები ოფიციალურად 18 მარტიდან 18 სექტემბრამდე საქართველოში დარჩეს", - განაცხადა მამა დიონისემ.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა ნაწილების საქართველოში კიდევ 6 თვით დატოვების შესახებ ინდოეთის პრემიერ მინისტრს ნარენდრა მოდის 6 მარტს მიმართა.


ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში გასული წლის 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner