logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია გამიჯნულია პოლიტიკისაგან!
- +

16 მარტი. 2018. 10:19


 

„ვსაუბრობ სოციალურ საკითხებზე, რომელიც მრევლს აწუხებს. პოლიტიკას რაც შეეხება პირიქით, ეკლესია გამიჯნულია პოლიტიკისაგან. ეკლესიისაგან აქტიურ მონაწილეობას, რომ რაღაცა განსაზღვროს პოლიტიკაში არ უნდა ველოდოთ", - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა.

 

„დიახ, ძალიან ბევრი საკითხი ხდება პოლიტიკური. ბევრი საკითხის გადატანა პოლიტიკურ სფეროში ხდება ისეთი აბსურდული სიტუაციებიდან, რომლის წინასწარ წარმოდგენა წარმოუდგენელია. მაგალითად, როდესაც პატრიარქი ბრძანებს, რომ საქართველო გაბრწყინდება ატყდება ერთი ამბავი. პატრიარქი ბრძანებს, რომ ალბათ ცოტა გაჭირდება გაბრწყინება, ატყდება ერთი ამბავი. ისეთი საკითხები, რომელიც შიდა ეკლესიური საკითხებია ხშირად ხდება სპეკულაციის საბაბი", - თქვა დეკანოზმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner