პარტიები, რომლებიც არჩევნებში ხმათა 2 %-ს მიიღებენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან - ხელისუფლების ამ ინიციატივას არ ეთანხმება ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე.
„ჩემი აზრით, არცერთი პარტია არ უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან. მე ვიხდი გადასახადს და ნერვები მეშლება, რომ ეს ადამიანები იღებენ ფულს. ეს ინიციატივა გაუგებარია. გაჩნდა ეჭვი, რომ ამას აქვს პოლიტიკური მოსყიდვის ელფერი, თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. ეს არის რაღაცნაირი სოლიდარობის მცდელობა, რათა მეტ-ნაკლებად ერთნაირ პირობებში იყვნენ პოლიტიკური ძალები და თანასწორობის განცდა გაჩნდეს, თუმცა ეს არასწორია!" - აცხადებს თვალჭრელიძე.