ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა და გამომცემელმა პაატა ნაცვლიშვილმა საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტში „ცოცხალი წიგნები" მონაწილეობა მიიღო. ქართველ მწერალთა ჯგუფში იყვნენ პაატა ნაცვლიშვილი, დათუ დანელია, ლელა ცუცქირიძე, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, შოთა იათაშვილი, შორენა ლებანიძე და მარიამ წიკლაური.
პროექტის ფარგლებში მათ მოიარეს შიდა ქართლის ქალაქები და სოფლები: ქვემოჭალა, კასპი, გარიყულა, ახალქალაქი, ხოვლე, გორი, ნიქოზი, ვარიანი, ატენი, უფლისციხე, ქარელი, ხაშური, ტიმოთესუბანი, წაღვერი, ბორჯომი.
პაატა ნაცვლიშვილმა კასპისა და ხაშურის ბიბლიოთეკებს პარიზში გამოცემული წიგნები საჩუქრად გადასცა. მან პოეზიის მოყვარულებს წაუკითხა თავისი ძველი თუ ახალი ლექსები, ხოლო კასპში მასპინძლებმა მას მთლიანად წააკითხეს მისი პოპულარული პოემა „წერილი".