logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ბოკერია-ბერძენიშვილების „რეალური პოლიტიკა“ - არის საზოგადოების მუდმივი შანტაჟი!
- +

16 მარტი. 2018. 20:40



საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბოლო დროს განვითარებული პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს: საქართველოში არიან პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც პოლიტიკას დაუსრულებელ ტყუილსა და ისტერიკაზე აგებენ. მაგალითად, ბოკერია-ბერძენიშვილების „რეალური პოლიტიკა",- ეს იყო და არის საზოგადოების მუდმივი შანტაჟი, რომ თუ პირდაპირი დიალოგის ფორმატზე ვისაუბრებთ, ქვეყანა შეიცვლის საგარეო კურსს და დავიღუპებით. არადა, წლებია ვიღუპებით. მიწები დავკარგეთ, დევნილთა ახალი ფენა გაჩნდა, ნატოს წევრი ვერ გავხდით და მაინც ვისმენთ ყიჟინას, რომ არ უნდა ველაპარაკოთ არც სოხუმს, არც ცხინვალს, არც რუსულ მხარეს. აი, ეს არის მცდელობა,- მოწყვიტო შენი ქვეყანა რეალობას, შექმნა უაზრო დისკუსია, გაიყვანო წლები და იტივტივო პოლიტიკაში. ამიტომ ვერ ვამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას და ამიტომ ვართ მუდმივად ახალი მიწების დაკარგვის საფრთხის ქვეშ. ახლა, როდესაც რუსულ მხარესთან დიალოგზე განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ამერიკის ელჩმა, მაინტერესებს: რა არგუმენტებით დაგვესხმებიან თავს ბოკერია-ბერძენიშვილები და მათი მიმდევრები? ვის „ამხელენ" რუსეთის აგენტობაში: NATO-ს გენერალურ მდივანს, თუ იან კელის?" - წერს ინაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner