მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ლევან გაჩეჩილაძისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის პრობლემის დაფინანსებას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„მართლაც როგორ გიბრუნდებათ ენა. ლევანმა და გიამ ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დაზოგეს სამშობლოსთვის და იმ საშინელი რეჟიმის დამარცხებისთვის. რატომ არ უნდა დაეფინანსებინათ, მითუმეტეს ჯანმრთელობა, სწორედ რომ ქვეყნისთვის ბრძოლაში შეერყათ. საერთოდ, ეს „ნაცები" როგორ ბედავენ ხმის ამოღებას. კი არ დაგვვიწყებია რა მილიონებს ხარჯვდნენ თავიანთი ცოლების და მომხრეების საგრიალოდ. მარტო, უგულავას ცოლის მშობიარობა გაიხსენეთ, ევროპაში მთელი ხროვა რომ გაემგზავრა. მართლაც როგორ იღებთ ხმას ლევანიზე და გიაზე. ერთი ის რომ ღვთის წყალობით ცოცხლები გადარჩნენ თორემ, დანარჩენი ყველაფერი დამართეს სააკაშვილის მკვლელებმა", - წერს ია მეტრეველი.