logo_geo
eng_logo
„ბაღდათელებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება, მათ მიერ არჩეული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ!“
- +

27 აპრილი. 2016. 19:10



ბაღადათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.



მე ვარ არჩეული პირი. პასუხისმგებლობა მაქვს იმ ხალხის წინაშე, ვინც მე ამირჩია და ამას ვგრძნობ ბოლომდე. ცოტა შეურაცხმყოფელია ამ ხალხისთვის, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელი ბრალდებისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ არჩეული პირი", - განაცხადა ირაკლი გეგეშიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.



მისივე თქმით, მაქსიმალურად შეუწყო გამოძიებას ხელი, რაც დასტურდება მის მიერ დოკუმენტების სრულად გადაგზავნაში. ამასთან, გეგეშიძე აღნიშნავს, რომ არც ერთი მისი თანამშრომლისთვის არ უკითხავს, თუ რა კითხვები დაუსვა გამოძიებამ და ასევე სრულიად უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რომ ის შესაძლოა მიიმალოს.



პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსახლეობის შეურაცხყოფა არის ის, რომ მათი თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ბრალდების მხარემ ირაკლი გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, დაცვის მხარემ კი - გირაოს შეფარდება 230 ათასი ლარის ოდენობით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner