logo_geo
eng_logo
ბაღდათის გამგებელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- +

27 აპრილი. 2016. 19:11



თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბაღდათის გამგებელ ირაკლი გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


თავის მხრივ, 230 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა დაცვის მხარე.


გეგეშიძის ადვოკატი კახაბერ წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner