logo_geo
eng_logo
შოთა არველაძე უზბეკეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს
- +

17 მარტი. 2018. 00:03


 

შოთა არველაძე შეთავსებით უზბეკეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში იმუშავებს. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დროებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ნაცვლად, ოთხკაციანი სამწვრთნელო შტაბი დაამტკიცა, მათ შორის კი ტაშკენტის „ფახთაქორის" ქართველი დამრიგებელიც მიიწვია.


საინტერესოა, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას თემურ კოპაძე შეასრულებს, რომლის წინაპრებიც მესხეთ-ჯავახეთიდან ომის დროს გადასახლებული ქართველები არიან, უზბეკეთშია დაბადებული და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 119 თამაში ჩაატარა.


კაპაძისა და არველაძის გარდა, სამწვრთნელო შტაბში ასევე შევიდნენ ადგილობრივი ჩემპიონატის ლიდერი გუნდების მწვრთნელები, მირჯალოლ კასიმოვი და რუზიკულ ბერდიევი. ისინი გუნდს ამხანაგური მატჩებისთვის მოამზადებენ. უზბეკეთის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩში სენეგალთან (23 მარტს) და მაროკოსთან (27 მარტს) გამართავს, ხოლო შემდეგ ირანთან (15 მაისს) და ურუგვაისთან (7 ივლისს). უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაცია ახალ მთავარ მწვრთნელს მხოლოდ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დანიშნავს.


უცხოეთის ნაკრებში აქამდე ორი ქართველი მუშაობდა - ელგუჯა გუგუშვილი თურქმენეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო რევაზ ძოძუაშვილი - ლატვიის ნაკრების.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner