ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში, სადაც „მალაგა" მადრიდის „ატლეტიკოსთან" 0:1 დამარცხდა, მეტოქის შეტევის ჩაშლის მიზნით მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ მოედანზე მეორე ბურთი შეაგდო.
მატჩის შემდეგ ეს საკითხი ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ განიხილა. ვარაუდობდნენ, რომ არგენტინელი სპეციალისტი მომდევნო 3 მატჩში დისკვალიფიცირებული იქნებოდა. პროგნოზები გამართლდა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის დარჩენილ შეხვედრებში „ატლეტიკოს" ფონს გასვლა მწვრთნელის გარეშე მოუწევს.
მსგავსი ვერდიქტი ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ გამოიტანა და რასაკვირველია, იგი არ გავრცელდება ჩემპიონთა ლიგაზე, რომლის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩს „ატლეტიკო" „ვისენტე კალდერონზე" დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს. მიუნხენის „ბაიერნის" წინააღმდეგ მატჩში სიმეონე თავის გუნდს გაუძღვება.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=41&id=6426