logo_geo
eng_logo
ზიდანს შარვალი კვლავ შემოეხა
- +

27 აპრილი. 2016. 19:14


 

მადრიდის „რეალის" მთვარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, რომელიც „სამეფო კლუბმა" „მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართა (0:0), შარვალი კვლავ შემოეხა. ფრანგ სპეციალისტს ევროტურნირზე მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეორედ დაემართა.


პირველად უხერხულ სიტუაციაში ზიდანი „ვოლფსბურგთან" საპასუხო შეხვედრის დროს მოხვდა. ორივე შეხვედრაში ფრანგი საკმაოდ მკვეთრად რეაგირებდა სათამაშო ეპიზოდებზე და მომხდარიც ამას უნდა დავაბრალოთ.


 

 

გუშინდელი შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა. ზიდანი უკმაყოფილო არ უნდა იყოს მოვლენათა ამგვარი განვითარებით, რადგან „რეალს" განმეორებითი შეხვედრა საკუთარ მოედანზე აქვს. აი, რაც შეეხა მის დიზაინერს, სავარაუდოდ, მატჩის შემდეგ შენიშვნას დაიმსახურებდა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner