logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე მედიას: ნუთუ ვერ ხვდებით, ამას რა შედეგი აქვს სამომავლოდ ქვეყნისთვის?
- +

17 მარტი. 2018. 14:48




„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გუშინ, გუდაურში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


ნოდარ ქუმარიტაშვილი საციგურაო ტრასის გაუმართაობის გამო, კანადაში, ზამთრის ოლიმპიადაზე გარდაიცვალა. ეს საშინელი ფაქტი გაშუქდა კანადურ მედიაში, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც დღეს შუქდება ქართულ მედიაში გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემზარავი ფაქტი, რომელიც, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდასრულდა. გასაგებია, რომ აღნიშნული ფაქტი უნდა გაშუქებულიყო, მაგრამ არა იმ დოზით და იმ მასშტაბით, როგორც ეს მოხდა და ხდება. ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსავლის წყაროქვეყნისთვის და ნუთუ ვერ ხვდებით, ერთ სანფორმაციო ბლოკში 20 წუთი რომ დაატრიალებთ ამ კადრებს თავისი კომენტარებითურთ, რა შედეგი აქვს ამას სამომავლოდ ქვეყნისთვის. ზომიერება ყველგან და ყველაფერში უნდა იქნეს დაცული", - წერს მჟავანაძე. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner