logo_geo
eng_logo
„ხეზე ცოცვა სათავისოდ ყველამ იცის, რაზეც გიორგაძის ფაქტიც მოწმობს“ – 2 მილიონი მინისტრის კომპანიას?
- +

27 აპრილი. 2016. 19:46


 

„კომპანია „ისთერნ პრომოუშენს" 2 მილიონი კულტურის მინისტრის ბრძანებით გადაეცა", -ამის შესახებ გაზეთი „ალია" წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანია „ისტერ პრომოუშენის" დირექტორი და 22.5 %-ის მეწილე კულტურის ამჟამინდელი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც გიორგაძე მინისტრი გახდა, ის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კერესელიძემ შეცვალა. საჯარო რეესტრში აღარ ფიქსირდება არც მისი წილები.



რაც შეეხება კომპანიის დაფინანსების თემას, სტატიაში წერია, რომ „ისტერნ პრომოუშენმა" 2 მილიონი ლარი 4 კონცერტში მიიღო. კერძოდ, 2015 წელს „თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალისთვის" 402 005 ლარი გამოიყო, 2015 წელს „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის" - 603 145 ლარი, 2016 წელს „თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალისთვის" - 603 145 ლარი, ხოლო 2016 წელს „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის" - 600 000 ლარი.


 

„ხეზე ცოცვა სათავისოდ ყველამ იცის, რაზეც აგერ, ბატონო, მიხეილ გიორგაძის ფაქტიც მოწმობს - აბა, საკუთარ კომპანიას თუ არ ასწავლა ხეზე ცოცვა და ფულის შოვნა, საკუთარი კომპანიისთვის თუ არ იზუნა, რაა მამული? თქვენ გგონიათ, თავად არ იციან, რომ თანამდებობა სამუდამო არ არის? და ვინც ამ ქვეყანაში ჯიბეები ამოივსო, აგო ვინმემ პასუხი? არა!" - წერია სტატიაში.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner